საქართველოს საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები საფრანგეთში იმ ქალაქებში იქნებიან წარმოდგენილები, სადაც საქართველოდან პირდაპირი რეისები არსებობს. ამის შესახებ დღეს საქართველო-საფრანგეთის შს მინისტრების პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. ამასთან, აეროპორტებში მგზავრებს ქართველ მესაზღვრეებთან ერთად ფრანგი მესაზღვრეებიც შეამოწმებენ. საქართველოს შს მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, აღნიშნული ღონისძიება პრევენციის მიზნით იქნება გატარებული.