როგორც კი ეპიდვითარება საშუალებას მოგვცემს, საქართველოდან ავიარეისები სხვადასხვა მიმართულებით აღდგება, - ამის შესახებ „პალიტრანიუსს“ "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ეპიდვითარების გაუმჯობესების შემდეგ, შესაძლებელია, რიგის მიმართულებით ფრენების სიხშირე გაიზარდოს.
მიმდინარეობს მსჯელობა სხვა მიმართულებით რეისების აღდგენაზეც. როგორც კი ეპიდვითარება მოგვცემს საშუალებას, რეისები ახალი მიმართულებებით დაემატება და რიგის მიმართულებით დანიშნული ავიარეისების სიხშირეც გაიზრდება - აღნიშნავენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“.
ცნობისთვის, 6 თვიანი პაუზის შემდეგ, 4 ოქტომბერს რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა. ავიაკომპანია Wizz Air, პირველ ეტაპზე, ფრენებს მხოლოდ რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს.