ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი თინა ქარსელაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თინა ქარსელაძე 35 წლის იყო. ის ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორად 2009 წლიდან მუშაობდა.