„ადვოკატთა ასოციაციის“ წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გამწესების პროცესსა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ. როგორც რიგგარეშე კრების დაწყებამდე ჟურნალისტებს ასოციაციის პრეზიდენტმა დავით ასათიანმა განუცხადა, ადვოკატები კრებაზე შეიმუშავებენ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების შესახებ საერთო რეზოლუციის ტექსტს, რომელიც საქართველოს პარლამენტს და პროცესში ჩართულ მხარეებს გადაეგზავნებათ.