გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გენერალურ პროკურატურაში ირაკლი შოთაძის სახელზე, ბაჩალიაშვილის საქმის 11 შუამდგომლობა შეიტანა.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ამ შუამდგომლობაში შეტანილია ყველა ის კითხვა, რომელიც ოჯახს საგამოძიებო უწყებასთან აქვს. შუამდგომლობები ეხება როგორც სატელიტის ფოტოებს ასევე ფედრალური ბიუროს ჩართვას, ლეპტოპისა და მობილური ტელეფონის გადაგზავნას და უცხოელი ექსპერტების ჩართულობას მიმდინარე ექსპერტიზებში.