ადვოკატი ტრეფიკინგსა და ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული იულია სუსლიაკის აღკვეთის ღონოსძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს. სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც ზურაბ თოდუამ აღნიშნა, დაცვის მხარე სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს არ შესთავაზებს და ბრალდებულის სასამართლო დარბაზიდან გათავისულების შუამდგომლობას დააყენებს. ამასთან როგორც ადვოკატი ამბობს, მას ექნება სასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობაც, ვინაიდან პროცესზე რამდენიმე არასრულწლოვანი პირის კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟღერება მოუწევს.