ზაზა სარალიძის ადვოკატის ნესტან ლონდარიძის თქმით მიხეილ კალანდიას მიმართ გამოტანილი განაჩენი სამართლიანი იყო, თუმცა როგორც უფლებადამცველი აცხადებს ხორავას საქმე დასრულებული არ არის და ამ საქმის ბოლომდე მიყვანა არის საჭირო.
ნესტან ლონდარიძის განცხადებით, სწორედ კალანდიებმა გახადეს საქმე პოლიტიკური, გააქრეს მტკიცებულებები და მათი მხრიდან ზაზა სარალიძისადმი ცილისმწამებლური განცხადებები მიუღებელია. მან ასევე განმარტება გააკეთა თუ რატომ არ გააკეთა კომენტარი დღევანდელი პროცესის შემდეგ ზაზა სარალიძემ ადვოკატი ამბობს, რომ განაჩერნის გამოტანის პროცესი ზაზა სარალძისთვსი ემოციურად ძალიან მძიმე იყო.
მოსამართლემ დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.