ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი უარყოფს პროკურორ ჯარჯი წიკლაურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაკავების შემდეგ 5-ჯერ შესთავაზეს დაკითხვა. როგორც მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს, 11 თებერვალს ბრალი წაუყენეს, შემდეგ დღის წესრიგში იდგა აღკვეთის ღონისძიების საკითხი.