"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, ოქრუაშვილის წინააღმდეგ არაჯანსაღი სამართლებრივი ინტერესია და მის სასამართლო პროცესებზე ზეწოლა ხორციელდება. ჭაბაშვილმა ეს ინფორმაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ოფისში ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან, ეკა გიგაურთან შეხვედრაზე გააჯღერა. ჭაბაშვილის ინფორმაციით, გიგაურს იმ გარემოებების თაობაზე მიაწვდიან შემაჯამებელ ინფორმაციას, რაც ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით დაგროვდა. ადვოკატის თქმით, ოქრუშვილთან მიმართებით მთელი რიგი კონსტიტუციური ნორმებია დარღვეული, მათ შორის მოწმეებზე ზეწოლის კუთხით.