ადვოკატის მტკიცებით, ეს ვიდეოჩანაწერები თავდასხმას, ჩხუბსა და შემდეგ რამდენიმე გასროლას ასახავს - ახალი ჩანაწერი გუდაურის საქმეზე  - Palitra News

ადვოკატის მტკიცებით, ეს ვიდეოჩანაწერები თავდასხმას, ჩხუბსა და შემდეგ რამდენიმე გასროლას ასახავს - ახალი ჩანაწერი გუდაურის საქმეზე 

2020-02-26 12:19:46+04:00

გუდაურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატმა ახალ ვიდეოჩანაწერებზე ისაუბრა. ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ბრალდებულმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა ფეხის მიმართულებით და შურისძიებიების მოტივით განზრახ მკვლელობას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, გასროლა, რომელიც დაპირისპირებაში მონაწილე ერთი პირისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა, ბრალდებულის მხრიდან აუცილებელი მოგერიების მიზნით მოხდა.

ყველაფერი გუდაურში მომხდარი მკვლელობის შესახებ ნახეთ აქ