ბათუმში, 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი დაკავებულის გოდერძი გორგილაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა და იგი 17 მარტს იწურება. ადვოკატ ზაზა პაპიძის მტკიცებით, გოდერძი გორგილაძე აქციაზე არ იმყოფებოდა.