რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს 2 პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი ადვოკატის ინფორმაციით, პატიმრები, რომლებიც ხანძარს ესხვერპლნენ სასადილოში სხვის გადასარჩენად იმყოფებოდნენ.
სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ხანძარი გუშინ, 14 საათსა და 20 წუთზე სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა.