იულია სუსლიაკის ადვოკატის ინფორმაციით, სუსლიაკს უკრაინაში გამგზავრების შემთხვევაში აეროპორტშივე დააკავებდნენ. როგორც სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ აღნიშნა, იგეგმებოდა გარკვეული სპექტაკლის გათამაშება, იმისთვის, რომ ქართველი პროკურორების მიერ ჩადენილი დანაშაული გადაფარულიყო. ადვოკატის თქმით, ინფორმაცია, რომ სუსლიაკის საქმე საქართველოდან უკრაინაში თითქოსდა გაიგზავნა, რეალურად ფარსია. მისივე თქმით, პროკურატურა ფიზიკურად დროში ვერ მოასწრებდა ორ დღეში საქმეში არსებული დოკუმენტების თარგმნას და უკრაინაში გაგზავნას.