ლევან სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხულ მორაგბეებს - შავი ფერის "ტოიოტა ქამრის" მძღოლსა და მის მგზავრსაც ჩაუტარდებათ.
როგორც აღნიშნული პირების ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს დაზიანებები არ აღენიშნებათ.საქმეში კიდევ ერთი მთავარი მოწმე - ფოტოგრაფია და როგორც კობაიძე აღნიშნავს, ის გიორგი შაქარაშვილთან და კიდევ 3 პირთან ერთად, მაგისტრალის ეპიზოდში ფიგურირებს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ორი ადამიანის გარდა, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა დღეს კიდევ 2 მოწმეს ჩაუტარდება.