ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 36 წლის იულია სუსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შესატანი სარჩელის მომზადება დაიწყო. როგორც ზურაბ თოდუა აცხადებს, საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში უახლოეს მომავალში დარეგისტრირდება.
ამასთან, თოდუას განმარტებით, უკრაინის პროკურატურა უკვე ერთი თვეა, სუსლიაკის წინააღმდეგ საქმეს ტრეფიკინგის მუხლით იძიებს, თუმცა, ამ დრომდე ის არ დაკითხულა.
რაც შეეხება იულია სუსლიაკის მეუღლეს, თოდუას განცხადებით, ის კვლავ აფხაზეთში იმყოფება.
სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ტრეფიკინგის ბრალდებით ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს, იგი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.