ადვოკატის ინფორმაციით, პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს მომხდარი ფაქტი არ ახსოვს. დაკავებულის ადვოკატი ალექსი გაბუნია ამ წუთებში პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფება, სადაც ბრალის ოფიციალური წარდგენა მიმდინარეობს.
ადვოკატი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მკურნალობის მიზნით კლინიკაში 2017 წელს იყო მოთავსებული.
ამასთან, ალექსი გაბუნია არ გამორიცხავს, რომ დაკავებულს ძლიერმოქმედი წამლები მომხდარი ფაქტის დროსაც ჰქონდა მიღებული.