ადვოკატის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ანაბრებთან დაკავშირებით მოთხოვნა ყველა ბანკში გაგზავნილია და დეტალებს ექსპერტიზა დაადგენს - Palitra News

ადვოკატის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ანაბრებთან დაკავშირებით მოთხოვნა ყველა ბანკში გაგზავნილია და დეტალებს ექსპერტიზა დაადგენს

2020-07-25 14:42:33+04:00

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის ანაბრებთან დაკავშირებით მოთხოვნა ყველა ბანკში გაგზავნილია და დეტალებს ექსპერტიზა დაადგენს.

როგორც „პალიტრანიუსთან“ საუბარში მიხეილ რამიშვილი განმარტავს, მისთვის უცობია, თუ რა რაოდენობის თანხა ინახებოდა ბაჩალიაშვილის ანაბარზე და კონკრეტულად ვის გულისხმობდა, ის, რომ ეს თანხა გამოეყენებინა.

ამასთან, ადვოკატისთვის უცნობია, თუ კონკრეტულად ვინ უთხრა გარდაცვლილის მამას, რომ მის შვილს პრობლემები ჰქონდა.