საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს მისმა უფლებადამცველებმა მოინახულეს. გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით, სააკაშვილს პირად ექიმთან კონსულტაციის შესაძლებლობა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის დღიდან არ მისცემია.
უკრაინელი ადვოკატის, ევგენი გრუშოვეცის ინფორმაციით კი უკრაინის გენერალურ პროკურატურაში სააკაშვილთან დაკავშირებული წამების, არაადამიანური მოპყრობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და არასწორი მკურნალობის ფაქტებზე, პენიტენციური სამსახურის თანანმდებობის პირების მიმართ რამდენიმე საქმე აღიძრა.