ადვოკატის განცხადებით, პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა - Palitra News

ადვოკატის განცხადებით, პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა

2019-09-11 13:05:35+04:00

ადვოკატ ალექსი გაბუნიას განცხადებით პეკინის გამზირზე, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა. ადვოკატის თქმით აღნიშნული გარემოება მისი დაცვის ქვეშ მყოფის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას გამორიცხავს. გაბუნიას განმარტებით მან საძაგლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ფორმა 100 იმ კლინიკიდან წამოიღო, სადაც ბრალდებული მკურნალობას გადიოდა, თუმცა თამარ საძაგლიშვილს ფსიქიატრიულ-ფსოქოლოგიური ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია.

შეგახსენებთ საძაგლიშვილი 3 წლის ბავშვზე თავდასხმაშია ბრალდებული. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა.