სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა საქართველოში მის ექსტრადირებას პოლიტიკურ გარიგებას უკავშირებს. როგორც ქარდავას ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ექსტრადირებასთან და მის მიმართ არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით განცხადებას სოციალურ ქსელში გააკეთებს.
ამასთან, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მის მიმართ გამოტანილ ყველა განაჩენს გაასაჩივრებს.
ველიჯანაშვილი ქარდავას დღეს პირველად შეხვდა, მათ დაცვის სტრატეგიაზე ისაუბრეს.
მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება 17 სექტემბერს მოხდა. მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი, 6 საქმეზე კი სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.
მეგის ქარდავას მიმართ რამდენიმე საქმეზე, მათ შორის ნავთლუღის სპეცოპერაციის, „ციხის ბუნტის“, სერგო თეთრაძის, ე.წ. კასრების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი.