23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით დღეს გაირკვევა თუ როდის მოხდება ავტომობილის ექსპერტიზა და კამერების ჩანაწერების ამოღება. დღესვე უნდა გაირკვეს თუ რა დოზით იქნებიან კომპიუტერის ექსპერტიზის ნაწილში ჩართულები უცხოელი ექსპერტები.
ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს რომ იმ ტერიტორიაზე სადაც გარდაცვლილი გადადგილდებოდა ადამიანები თვითმკვლელობისთვის არ მიდიან. მისივე თქმით ოჯახს ძალიან ბევრი ვარაუდო და ეჭვი აქვს, მათ შორის რომ თამარს ჰქონდა შეხვედრა და სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ მოხდა მისი სიცოცხლის მოსპობა.
რამიშვილი ამბობს, რომ ის ფლობს რამდენიმე მაღალჩინოსანზე გარკვეულ ინფორმაციას თუმცა ჯერ აპირებს დეტალების დაზუსტებას და ინფორმაციის გადამოწმებას.