ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ.ს- ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, სასამართლოში დასაკითხი დაზრალებული ვახტანგ ახვლედიანი მთავარ გარემოებაზე, თუ რა შემხებლობა ჰქონდა მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს შაქარაშვილთან, ვერ ამბობს.
გელხაურის თქმით, აქამდე დაკითხული ვერც ერთი მოწმე ვერ საუბრობს იმ გარემოებაზე, თუ როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი წყალში.
საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით კი ის გარემოებები, რაზეც დაზარალებული ვახტანგ ახვლედიანი საუბრობს, შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან პირდაპირ შემხებლობაშია.
როგორც ყაზარაშვილი განმარტავს, ვახტანგ ახვლედიანთან, რომელიც ერთ-ერთი ბოლოა, ვინც გიორგი შქარაშვილი ცოცხალი ნახა, ბევრი კითხვა ექნებათ.
შეგახსენებთ, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ., ა.ქ.