ზაზა სარალიძის საქმეს რატომ განიხილავს რუსთავის სასამართლო, ეს არის საკითხი, რომელიც მეც ნამდვილად მაინტერესებს, - ამის შესახებ ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა. მისი თქმით, სამართლებრივად, არანაირი განსჯადობით ეს საქმე რუსთავს არ ექვემდებარებოდა. "ვაპირებ, წერილობითაც მოვითხოვო ამისი განმარტება. გუშინ რაც წავიკითხე, ოფიციალურად გააკეთეს განმარტება, რომ რადგან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს განიხილავდა თბილისი, ამიტომ რაღაც ეჭვების გამოსარიცხად, რუსთავის სასამართლო განიხილავსო" - პოლიციელზე თავდასხმის გამო ზაზა სარალიძე 26 ოქტომბერს, რუსთაველზე დააკავესსამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასსხმის ბრალდებით.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.