ვანო მერაბიშვილის ადვოკატი იუსტიციის სამინისტროს სასამართლო გადაწყვეტილების იგნორირებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის მიმართ გაცხოველებული პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. როგორც გიორგი ჩივიაშვილმა აღნიშნა, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით უნდა ემსჯელა,თუმცა, ასე არ მოხდა.