თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი, მარიამ კუბლაშვილი პროკურატურაში იმყოფებოდა, სადაც გარდაცვლილი მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონზე ჩატარებულ ექსპერტიზის პასუხებს გაეცნო.ის ადასტურებს, რომ პირადი სახის მიმოწერებში საუბარი იყო თემირლანის მხრიდან მეტროსადგურში თავის აფეთქებაზე. ადვოკატის განმარტებით, თემირლან მაჩალიკაშვილის ამ მიმოწერას ხუმრობის ხასიათი ჰქონდა და მაჩალიკაშვილი თავის აფეთქებას არ აპირებდა.ადვოკატის განმარტებით, მაჩალიკაშვილის ტელეფონში არ ფიქსირდება არანაირი მიმოწერა ან საუბარი ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ პირებთან, მათ შორის არც ჩატაევთან.