ადვოკატი, რომელიც საქმეში მეუფე პეტრეს თხოვნით ჩაერთო, მიხეილ რამიშვილია. როგორც მან აღნიშნა, მეუფე პეტრემ მას რეკომენდაცია გაუწია და ბრალდებულთან გასაუბრების შემდეგ ორივე მხარემ გადაწყვიტა, რომ ის საქმეში ჩართულიყო. სადაც სიმართლეა არ მჭირდება არც მეუფე პეტრეს თქმა და არც არავისი, მე თვითონ ვიცი სიმართლე სადაც არის, იქ უნდა ვიდგე, - ამის შესახებ რამიშვილმა ჟურნალისტებს პროკურორის იმ განცხადების საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმით მეუფე პეტრეს დაინტერესებას და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მიერ მამა გიორგი მამალაძისთვის ადვოკატის აყვანას შეეხება.