ადვოკატი პაატა შავაძე მთავარი პროკურორობის სურვილს გამოთქვამს. როგორც მან განაცხადა, აღნიშნულ თანამდებობაზე მისი კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში წარდგენილ იქნება.ადვოკატი საკუთარი ხედვების პრეზენტაციას უახლოეს დღეებში გეგმავს.პაატა შავაძე გენერალური პროკურორის თანამდებობის დაკავების სურვილს ბოლო წლებში უკვე მესამედ გამოთქვამს.მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 31 მაისს დატოვა. მისი გადადგომა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.