"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა რუსთავის #12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, სადაც სამართალდამცავებმა ნიკა მელია გადაიყვანეს. როგორც მან მელიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ნიკა მელია თავს მხნედ გრძნობს. მისივე თქმით, ადვოკატები სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ.