აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატის მოსაზრებით, ევროპარლამენტში აფგან მუხთარლის საკითხზე რეზოლუციის პროექტის მიღებით აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლა უფრო გაძლიერდება. როგორც იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა "პალიტრანიუსს" განუცხადა, რეზოლუციის პროექტში არსებული რეალობის ასახვას ელოდება. "ჩვენს ხელისუფლებას ჰგონია, რომ ჩაიფარცხება და იმ კაცს დაავიწყდება, რომ ციხეში ზის. ნამდვილად არ ავიწყდება პატიმარს, რომ ციხეში ზის. გამოძიება კანონის შესაბამისად არ მიმდინარეობს, საქმეს მთავარი პროკურატურა არ იძიებს, ყოველგვარი გამოძიების გარეშე პრემიერმა გამოაცხადა, რომ სამართალდამცავთა მონაწილეობა აქ არ ყოფილა და ეს უკვე დასკვნის სახით შემოგვთავაზეს, ფაქტობრივად, ამ დასკვნას ემსახურება გამოძიება და არა სხვა რამე", - განაცხადა ადვოკატმა.