"ცენტრ პოინტის" საქმეზე მსჯავრდებულებთან - მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება და დები საპყრობილეს დატოვებენ, - ამის შესახებ ბრალდებულების ადვოკატმა, მარინა ცუცქირიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოოდ ჩამოყალიბებულია და ხელშეკრულების გაფორმებას ელოდებიან. "ყველანაირი მოლაპარაკება დასრულებულია, ხელშეკრულებაზეც ხელი ხელმოწერილია. ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთეთ. უახლოეს მომავალში, ყველაფერი დასრულდება" - აღნიშნა ადვოკატმა.