სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2"-ის ყოფილი თანამშრომლების გამოკითხვაზე დაბარება ნიკა გვარამიასთვის ბრალის დამძიმების მიზნით ხდება. როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, ნოდარ მელაძე გამოკითხვაზე მოწმის სახით არის დაბარებული. ამასთან ადვოკატი ამბობს, რომ მელაძის გამოკითხვას სამართალთან კავშირი არ აქვს.