ე.წ. ციანიდის საქმეზე ადვოკატი ლილი გელაშვილი დაიკითხა. როგორც ჟურნალისტებს "ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა", დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა ეკა ლომიძემ განუცხადა, ლილი გელაშვილი მნიშვნელოვანი მოწმეა იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ მან და ირმა ჭკადუამ ურჩიეს ირაკლი მამალაძეს პროკურატურისთვის მიემართა.