ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ, ჯიბღაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლით წარედგინა, თუმცა, რომელი ნაწილებით, ეს არ განუმარტავს.როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ბრალის ფორმულირებას მისი დაცვის ქვეშ მყოფისა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ მოახდენს.კითხვაზე, ურეკავდა თუ არა დაკავებისას ლევან ჯიბღაშვილი შს მინისტრის პირველ მოადგილეს კახა საბანაძეს, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს სრული სისულელე და ტყუილია.