აფგან მუხთარლის ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით იმის ნაცვლად, რომ გამოძიება დაკავებულიყო დანაშაულის ჩამდენი კონკრეტული პირების ძებნითა და იდენტიფიცირებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა აფგან მუხთარლის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას მიმართ. ადვოკატის თქმით მან საქმესთან დაკავშირებული ახალი გარემოებები წარმოადგინა, რომელიც ევროსასამართლოს დასკვნის გამოტანას დააჩქარებს. ჩოფიკაშვილის ინფორმაციით გერმანიაში მუხთარლის ოჯახისტვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემა იმის დასტურია რომ საქართველოში ამ საქმეზე არ მომხდარა ეფექტური რეაგირება და მათ ევროსასამართლოს გაუგზავნეს ეს გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში გასული წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფებოედა. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წარედგინა 12 იანვარს კი აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.