ბათუმის მოვლენების გამო დაკავებული გიორგი ბერიძის ადვოკატი აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის კახა ბუხრაძის თანამდებობიდან სავარუდოდ გათავისუფლებას 11-12 მარტის აქციას უკავშირებს. ადვოკატ თენგიზ კახიძის განცხადებით, აქციის მეორე დღეს ბუხრაძე თანახმა იყო თანამდებობიდან გადამგდარიყო, თუმცა ეს ხელისუფლებას არ დაუშვა.კახა ბუხრაძის სახელი, 11 მარტის ბათუმის მოვლენებს უკავშირდება. მაშინ აქციის მონაწილეებმა პროტესტის მიზეზად რეგიონის საპატრულო პოლიციის განსაკუთრებული სიმკაცრე და გახშირებული ჯარიმები დაასახელეს.