საქართველოში დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქის ჯეკ შეფერდის ადვოკატის თქმით მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მისივე თქმით, ჯეკ შეფერდი მომხდარს უბედური შემთხვევას უწოდებს , იგი საჭესთან არ მჯდარა და ამის მოწმეც ჰყავს. როგორც მარიამ კუბლაშვილი განმარტავს, ჯეკ შეფერდს ბრიტანეთის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს და ის დამნაშავედ ცნეს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.