ადვოკატი თავდაცვის ყოფილი მინისტირს, ირაკლი ოქრუაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობის 50 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვს. ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, აღნიშნულის შესახებ მან სააპელაციო საჩივარში მიუთითა. ჭაბაშვილი პირველი ინსტანციის სასამართლოში ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონსიძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეშია მოთავსებებული.