"იაგო ნებიერიძის ინტერესებს ვიცავ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მინდა დამნაშავე გამართლდეს. მინდა, გამოძიება და სასამართლო ობიექტური იყოს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკველელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძის ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, იაგო ნებიერიძე სასამართლოში ჩვენების მიცემას და ყველაფრის მოყოლას გეგმავს.ადვოკატი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს საქმეში ექსპერტიზის დასკვნის გარდა, სხვა მტკიცებულებები არ აქვს. შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.