ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს. მისი განმარტებით, ის არც მაგისტრი მოსამართლის მონაწილეობით დაკითხვას ითხოვს და აღნიშნავს, რომ ფარსში, რაც პროკურატურაში გამოძიების სახით მიმდინარეობს, მონაწილეობას არ მიიღებს. დეკანოზის ადვოკატი თბილისის პროკურატურაში ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების მასალების მედიაში გავრცელების გამო დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული. ამავე საკითხზე 4 ოქტომბერს დეკანოზის კიდევ ერთი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი იყო პროკურატურაში დაბარებული, რომელმაც მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვა მოითხოვა.