ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი მიმართავს ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას, დაუყოვნებლივ იმსჯელოს პატიმრობიდან ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების თაობაზე. როგორც ჟურნალისტებს გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხზე იმსჯელა და დაადგინა, რომ მერაბიშვილი კვლავ პატიმრობაში უნდა დარჩეს. ადვოკატის განმარტებით, სასამართლომ კი კომისიის ადმინისტრაციული ეს აქტი გააუქმა და მიუთითა, რომ არგუმენტები, რომელითაც მერაბიშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება, უსაფუძვლოა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ადვოკატმა დღეს ჟურნალისტებსაც გააცნო.