ადვოკატ ლევან გორელაშვილის განცხადებით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ტირილით დაურეკა და სთხოვა, შეეწყვიტა სასამართლო დავა. როგორც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი განმარტავს, დავით მუხრანელი ბოლო 2 კვირის განმავლობაში სხვადასხვა გზით ცდილობს ანა ბაგრატიონ-გრუზინსი სასამართლო დავის შეწყვეტაზე სხვადასხვა ფორმით დაითანხმოს, მათ შორის, თავის შეცოდების, ფულით მოსყიდვისა და მუქარის გზით.ადვოკატის თქმით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკს 90 000 ლარზე მეტს სთავაზობს.