ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის ადვოკატის კახა წერეთელის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მას შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას გირაოს გადახდის თაობაზე, როდესაც საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.
როგორც წერეთელმა "პალიტრანიუსთან" საუბარში აღნიშნა, ის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
ამასთან ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფს ურჩევს, რომ გირაო გადაიხადოს.