"ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი ბრალს არ აღიარებს", - ეს განცხადება ადვოკატმა ჯემალ კიკნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი განმარტებით, გიორგი ერმაკოვი მიიჩნევს, რომ უკანონოდ არის დაკავებული და "იაფი სახლის" პროექტის მშენებლობის დოკუმენტებთან წვდომა არ ჰქონია.
შეგახსენებთ, გუშინ აჭარის პროკურატურამ მთავრობის მოქმედი და ყოფილი წევრები დააკავა. ჯამში დაპატიმრებულია 7 პირი, მათ შორის ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი.