ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულმა მწყემსმა ჩვენება FBI-ის გამომძიებლებს მისცეს . ადვოკატის სურვილია ასევე, რომ ყველა საჭირო ექსპერტიზაც ამერიკის მხარემ ჩაატაროს.კითხვაზე: ენდობა თუ არა ქართული მხარის გამოძიებას, გირგვლიანმა განაცხადა, რომ „ქართულ გამოძიებას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებიც არ ედნობიან“. სმიტების ოჯახის სამი წევრის - ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის ბავშვის მკვლელობას, დაკავებული 19 წლის მწყემსი არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ ხეობაში ორი უცნობი პირი, სავარაუდოდ, ჩრდილოკავკასიელი იყო და მკვლელობაც სწორედ მათ განახორციელეს.