ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შესაძლებელია დღეს საპატრიარქოში პატრიარქთან შესახვედრად გადაიყვანონ. ამიშვილი ამ წუთებში ჩაფიძის კლინიკაში დეკანოზს ხვდება."შესაძლებელია საპატრიარქოში გადაყვანა მოხდეს. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ავდივარ და გავარკვევ ყველაფერს", - განაცხადა რამიშვილმა.