დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ სახელით უნებართვოდ სარგებლობის აკრძალვის ნაწილში დავა ანა და ნუგზარ ბაგრატიონების იურიდიული ინტერესისა და დავის საგნის არარსებობის გამო შეწყვიტა. ლევან ჩხაიძის განმარტებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შეუძლია სასამართლოს განჩინება მეორე ინსტანციაში გაასაჩივროს, თუმცა ადვოკატი ვარაუდობს, რომ ამ საკითხის თაობაზე სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებს შორის კონსულტაცია უკვე შემდგარია.
ამასთან, ადვოკატი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის "ემოციების კონტროლისკენ" მოუწოდებს.როგორც ადვოკატი ამბობს, იგი ანას კარგად არ იცნობს თუმცა, ის ამბიციური ადამიანია და სასამართლოში კრახი მის ამპარტავნებაზე მძიმედ აისახა. რაც შეეხება იმას, აპირებს თუ არა დავით ბაგრატიონ-მუხრანელი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენების მისაცემად გამოცხადდეს, ადვოკატი ძველ პოზიციაზე რჩება და აცხადებს, რომ ეს გამორიცხულია. მისივე ინფორმაციით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.