ადვოკატებმა „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის“ ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.
ადვოკატ ნიკა გვარამიას განმარტებით, დაზარალებულად ცნობა მათ საშუალებას მისცემს სრული წვდომა ჰქონდეთ იმ მასალაზე, რომელიც ამ საქმის ირგვლივ არსებობს.
ნიკა გვარამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებს გამოაქვეყნოს სრული ვიდეომასალა, რასთან დაკავშირებითაც დაზარალებული სააკაშვილის თანხმობაც არსებობს.