ადვოკატი ბექა ბასილაიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დაესწრება. მისი თქმით, ჩანიშნული სასამართლო პროცესის შესახებ ბრალდებულ სააკაშვილს პენიტენციური სამსახურისგან ინფორმაცია არ მიუღია და ამის შესახებ მან ტელევიზიის საშუალებით გაიგო.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადვოკატის თქმით, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულებულია, დაწყებულია შინაგანი ორგანოების ტკივილი რაც შიმშილობისგან არის გამოწვეული, შესაბამისად მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე საუბარი ამ ეტაპზე ძალიან რთულია.