თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამამ პროცესის დაწყებმდე ადვოკატებს მიმართა, „თქვენი დაცვა არ სჭირდება, ეს ადამიანი ციხეში უნდა ჩალპეს", რის შემდეგაც , მამუკა ნაცვლიშვილსა და ადვოკატების ნაწილს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. ამ დროისთვის 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატს, ნაირა ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავს. შეგახსნებთ, რომ ნაირა ოტიაშვილს ბრალი ოფიციალურად 2 ოქტომბერს წარუდგინეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დედა-შვილი და მათი ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ.