ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე იუსტიციის სამინისტროს მიმართავს, წარმოადგინოს ვიდეო ჩანაწერი, სადაც ნაჩვენებია, რომ რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის დროს დაღუპული პატიმრები სასადილოში იყვნენ და არა საკანში. მისი განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ხანძრის დროს პატიმრები საკნებში გამოკეტეს და ისინი შენობიდან არ გაუყვანიათ.
"ციხის დირექტორმა და იუსტიციის მინისტრმა არ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება პატიმრების ევაკუაციასთან დაკავშირებით, რაც რატი ბრეგაძის და ციხის დირექტორის პირდაპირი პასუხისმგებლობაა" - აცხადებს კობაიძე